2023 წლის 2 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 09:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე ჩატარდება რეზიდენტთა მე-II კლინიკური კონფერენცია - „მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში“. კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია. პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.